“თიბისის” მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია

“თიბისის” “ვიზა” და “მასტერქარდის” ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია. საათით უკონტაქტო გადახდის პროცესი ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ამისათვის Garmin-ის საათში სასურველი ბარათების დამატება და საათის გადახდის ტერმინალთან დადებაა საჭირო.

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ობიექტში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტერმინალია განთავსებული.

ტრანზაქციები მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხოა. Garmin-ის საათით გადახდისას, ბარათის მონაცემები მოწყობილობის სერვერში ან გადახდის ტერმინალში არ ინახება, შესაბამისად, კონფიდენციალობა მაქსიმალურადაა დაცული.

დეტალური ინფორმაცია Garmin-ით გადახდის შესახებ იხილეთ ბმულზე- https://www.tbcbank.ge

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები