მზეჭაბუკ მახარაძემ უკრაინის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა
კიევში გაიმართა უკრაინის საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში, რომელიც უკრაინის შოტოკან კარატეს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ამ ტურნირზე 20-მდე ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ქართველი კარატისტები.
ამ ტურნირზე მზეჭაბუკ მახარაძემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში. უკრაინის საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით მონაწილეობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 30-მდე მედალი.
მზეჭაბუკ მახარაძე არის კარატეში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზრის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი, V დანის მფლობელი.