ვის შეხვდება ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ცნობილია

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი, 6 დეკემბერს, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მოლაპარაკება ფედერაციის საბჭოს შენობაში გაიმართება.

ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაფრინდა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, მისი ვიზიტი 1,5 თვის წინ იყო დაგეგმილი.

ბურჯანაძე რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გეგმავს მოლაპარაკებებს. პარტიაში ასევე არც ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრას გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები