ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა და მგზავრების მიღება განაახლა.

​ცოტა ხნის წინ ტექნიკური პრობლემის გამო, დროებით, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მეტროსადგური მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.

​როგორც “კვირას”, სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ქვესადგურში ტექნიკური გაუმართაობა იყო და შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანებაც, რაც ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

მათივე ცნობით, მეტროპოლიტენი მგზავრებს მხოლოდ მეტროსადგურ სამგორამდე ემსახურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები