საპროტესტო აქცია შუახევის მერიის შენობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

შუახევის მერიის შენობასთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.  ადგილზე “ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას“ წარმომადგენლები აქციას  მართავენ და პარლამენტის დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროში შესვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს.

ადგილზე ასევე იმყოფებიან “ქართული ოცნების“ აქტივისტები და სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ხულოშიც, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი მხრიდან იყო პიკეტირების მცდელობაც, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ ოფისის შესასვლელის ჩაკეტვის უფლება არ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები