გია აბაშიძე: ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ამ პოსტით ნიკა გვარამიას ეხმიანება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს უზურპატორი უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 317. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე, ამავე მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები