ხულოში ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მისულ აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ

ხულოში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაური იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

მათი მხრიდან იყო პიკეტირების მცდელობაც, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ ოფისის შესასვლელის ჩაკეტვის უფლება არ მისცა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე “ქართული ოცნების” აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ანზორ ბოლქვაძემ საარჩევნო სისტემაში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა და იგი ბიძინა ივანიშვილის მონაა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ბოლქვაძე ხულოში არ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები