პარლამენტში დღეს ოპოზიციური პარტიის წევრები ე.წ. გერმანულ მოდელს დასარეგისტრირებლად შეიტანენ

პარლამენტში დღეს ოპოზიციური პარტიის წევრები ე.წ. გერმანულ მოდელს დასარეგისტრირებლად შეიტანენ.

ინიციატივა კანონპროექტად უნდა დარეგისტრირდეს იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა მისი გაგზავნა ეუთო/ოდირში შესძლოს.

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

“ეს დოკუმენტი არის აბსოლუტურად შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები, ამიტომ ნებისმიერი ინსცინუაცია მმართველი გუნდის მხრიდან რომ ეს დოკუმენტი არის არაკონსტიტუციური ან მიუღებელი არის უბრალოდ იმის არაღიარება, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და რომ მათ სერიოზული პრობლემები აქვთ. ამიტომ მათი მხრიდან ამ დოკუმენტზე უარი თუ იქნება და ისინი არ ჩაერთვებიან კონსტიტუციურ დიალოგში, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, როგორც ეს წინა კვირაში მოხდა მაშინ, ჩვენ მივიღებთ მდგომარეობას როდესაც ისინი თვალს არ უსწორებენ მდგომარეობას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ამ პოლიტიკურ კრიზისს’,- განაცხადა კაპანაძემ.

ოპოზიციურმა პარტიის ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული ქართული მოდიფიკაციით ჩატარებასთან დაკავშირებით, გუშინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. “ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი, როგორც “პასუხისმგებლიანი ხალხი” საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებენ, რათა შემდგომ ეუთო/ოდირს სახალხო დამცველის მეშვეობით გადაეგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები