იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა

“თბილსერვის ჯგუფის” ქონების მართვის სამსახურმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მორეცხა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მორეცხვის სამუშაოები თვეში ერთხელ სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხორციელდება, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს.

“თბილსერვის ჯგუფის” ქონების მართვის სამსახური ქალაქის მასშტაბით, 54 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 3 საფეხმავლო ხიდის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები