გოჩა ინგოროყვა: მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის, “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორი გოჩა ინგოროყვა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას მიესალმება.

მან აღნიშნა, რომ ფასების გაერთიანება კარგი ინიციატივაა.

„სამი დღის წინ ვიყავი სამინისტროში, ძალიან საინტერესო, მრავალსაათიანი შეხვედრა გვქონდა. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ჩვენ მათ კორექტირებულ ფასებს გადავუგზავნით და შემდეგ ერთად გავივლით, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორი განფასება.

აქ იყო რაღაც ხარვეზები, ეს არის ფინანსისტების გაკეთებული, ან მექანიკურად შეეშალათ ან რაღაც პროგრამული შეცდომა მოხდა, რომელიც გამოსასწორებელია. მაგრამ, ის, რომ ფასები უნდა გათნაბრდეს, აქ ორი აზრი არ არის.

ეს იყო ყველაზე კარგი ინიციატივა, რომ ფასები უნდა გაერთიანდეს. ყველას უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ფასი.
ჩვენ გვქონდა მინიმალური ფასების ატვირთვის უფლება, ახალ საავადმყოფოებს ჰქონდათ, პატარა იქნებოდა თუ დიდი, შედარებით დიდი ფასების ატვირთვა. ეს არათანაბარ კონკურენციას იწვევდა. ახლა, ის, რომ ფასები უნდა გაერთიანდეს, მისასალმებელია. დიახ, უნდა გათანაბრდეს, და თავისთავად ცხადია, უნდა მოხდეს ისეთი განფასება, რომ სახელმწიფოდანაც ზედმეტი ფული არ იყოს დახარჯული, პაციენტმა კი მკურნალობის ის სერვისი მიიღოს, რომ მისი მკურნალობის ხარისხი არ დავარდეს. დაგვპირდნენ, რომ ეს შეთანხმება იქნება. ჩვენ ხვალ ვაგზავნით ამ ყველაფერს, სხვა საავადმყოფოებიც აგზავნიან და ალბათ შემდგომი დისკუსია გაიმართბა”, – აცხადებს გოჩა ინგოროყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები