გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ გადავწყვიტეთ ახალგაზრდული კვირეული 14 დეკემბრამდე, ანუ კიდევ ერთი კვირით გავაგრძელოთ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით დაწყებული ახალგაზრდული კვირეული – „საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – 14 დეკემბრამდე გაგრძელდება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ ტვ „იმედის“ თოქშოუში “არენა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდული კვირეულის ვადის გახანგრძლივება კვირეულისადმი ახალგაზრდების ინტერესმა და ჩართულობამ განაპირობა.

„გამომდინარე იქიდან, თუ რა რაოდენობის ახალგაზრდა ჩაერთო ამ პროექტში, მათ შორის რეგიონებიდნ, მათ შორის სტუდენტები, ჩვენ გადავწყვიტეთ კვირეული 14 დეკემბრამდე, ანუ კიდევ ერთი კვირით გავაგრძელოთ. ვისარგებლებ ამ შანსით და საქართველოს ყველა მოქალაქს მოვუწოდებ, შემოგვიერთდეს, ახალგაზრდები და არა მხოლოდ, რადგან ზურაბ ჟვანიას სიტყვები დღეს არის ყველაზე აქტუალური და თითოეული ჩვენგანი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ქართული ფასეულობები ევროპული ფასეულობებია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები