რას აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე -” სხვა პარტიის ვიზიტებზე მე ინფორმაცია არ მაქვს“

ოპოზიციონერი დეპუტატები ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით “კვირასთან” კომენტარს აკეთებენ.

როგორც “კვირასთან” საუბრისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, მისთვის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.

„ჩვენ არ ვართ თანაპარტიელები და სხვა პარტიის ვიზიტებზე მე ინფორმაცია არ მაქვს“, – განუცხადა “კვირას” ეკა ბესელიამ.

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ვიზიტზე ინფორმაცია არც „ევროპული საქართველოს“ წევრისთვის გიორგი კანდელაკისთვის იყო ცნობილი. როგორც მან „კვირას“ განუცხადა, ვიზიტთან დაკავშირებით ის ინფორმირებული არ ყოფილა.
„პირადად ჩემთვის ეს ფაქტი ცნობილი არ იყო“, – აღნიშნა კანდელაკმა.

ამასთან, როგორც “კვირას” გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორმა პაატა დავითაიამ განაცხადა, მას ბურჯანაძემ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ მიაწოდა, თუმცა დავითაია ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ყველა პარტიის ლიდერს საკუთარი ავტონომია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები