ნინო ლომჯარია: საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ეუთო-ში გაგზავნამდე პარლამენტში უნდა იყოს რეგისტრირებული

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი უპირველეს ყოვლისა პარლამენტში უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული.

“ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა მას გარკვეული პროცედურული წინაპირობები აქვს.
უპირველეს ყოვლისა, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე. ამის შემდეგ სახალხო დამცველი მიმართავს ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და დარეგისტრირდება პარლამენტში,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელის ომბუდსმენის საშუალებით ეუთო/ოდირში გაგზავნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები