“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან “ოცნების” აქტივისტების მიერ მცხეთაში მოძრაობა “გაბედეს” წევრების ცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “შეცვალე”.

აქტივისტებს პლაკატები აქვთ წარწერით: “რამდენს ბედავთ?!”, “ვინ ჩემი ხუნდაძე ხარ?!”

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას 7 პირი დააკავეს.

დაკავებულებიდან 4 მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტია და 3 “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები