ქედაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქედაში, სოფელ პირველ მაისში ხანძრის შედეგად შავლიძეების მრავალრიცხივანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევის შედედაგ მთლიანად დაიწვა სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდბენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.


შემთხვევის ადგილზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიც მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანენ. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ შავლიძეების ზარალს დაითვლიან, რის შემდეგაც ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები