ლევან სურგულაძე: საპენსიო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება (ვიდეო)
„საპენსიო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება“ – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისასა განაცხადა.
ლევან სურგულაძემ საქართველოს პარლამენტს საპენსიო სააგენტოს ექვსი თვის ანგარიში წარუდგინა და გაწეული მუშაობის შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია გააცნო.
” ჩვენ მოვუყევით პარლემნტს გაწეული იმ დიდი სამუშაოს შესახებ, რაც ჩავატარეთ. დაისვა კითხვები, რომელსაც ასევე ვუპასუხეთ ამომწურავად. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა გრძელდება საქართველოში წარმატებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური თვალსაზრისით. ეკონომიკურ ეფექტებს ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში და სოციალური თვალსაზრისით ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში” – განაცხადა ლევან სურგულაძემ.