გრიგოლ ვაშაძე: გულწრფელად გიხდით ბოდიშს
ადამიანურად, გულწრფელად გიხდით ბოდიშს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა და მათ ბოდიში მოუხადა.
„მე გადმომცეს, რომ ჩემზე ბიჭები (ოპერატორები) არიან განაწყენებული. ადამიანურად, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. ორწლინახევრის სტრესმა ეტყობა ჩემი ნერვების პატრონსაც კი დაამჩნია თავისი დაღი. ამიტომ, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. მესმის, ეს თავის გასამართლებელი არგუმენტი არ არის, ბოდიშს გიხდით და მეორე, ვინმეს რომ ტელეფონი აგეღოთ და დაგერეკათ, შუამავლების გარეშე, ესეც კარგი იქნებოდა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.