რუსთავის მერიის წინ ინსტალაცია პირბადიანი ადამიანის სახე წარწერით “გავიგუდეთ” დაამონტაჟეს

რუსთავში სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს.
ქალაქის მერიის წინ მდებარე განათების ბოძზე ინსტალაცია მიამაგრეს, რომელზეც პირბადით ადამიანის სახეა გამოსახული, წარწერით – “გავიგუდეთ”.

აქტივისტები ამ ფორმით ქალაქში დაბინძურებული ჰაერის გაპროტესტებას ცდილობენ და მოქალაქეებს ქუჩაში პირბადით სიარულისკენ მოუწოდებენ.

“ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ინსტალაციაა დამონტაჟებული. დაველოდებით საზოგადოების გამოხმაურებას, თუ პროტესტის ეს ფორმა მათთვის მისაღები იქნება, მაშინ ამ ინსტალაციებს მერიის შენობის გარშემო, ყველგან დავამონტაჟებთ”, – თქვა “გავიგუდეს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა მუსერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები