კანდელაკის ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, აქციაზე “ევროპული საქართველოს” სამი წევრი დააკავეს
ფურცელაძის ქუჩაზე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე “ევროპული საქართველოს” სამი წევრია დაკავებული.
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა აქციაზე დაბრუნების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის დამატებით ინფორმაციას მათ შესახებ არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა თავად გიორგი კანდელაკი ცოტა ხნის წინ აქციას განარიდეს, თუმცა იგი მალევე დაბრუნდა აქციაზე.