აჭარაში თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზებას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ
დღეიდან თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ, – ამის შესახებ მთავრობის თავნმჯდომარემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
“თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებელ ფერმერებზე. ამიტომ, გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, არ დაიჩაგროს გლეხი და მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა მინისტრს და საქართველოს პრემიერ მინისტრს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში, თამბაქოს რეალიზაციით დაკავებული ხულოს, შუახევისა და ქედის მოსახლეობა რეგულაციების გამკაცრებას პერმანენტულად აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ამბობედნენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც მათთვის შეუძლებელია