“ის ხალხი მაინც ნუ ამუნათებთ ადამიანებს, ვისაც “ნაცების” დროს შიშის გამო, აქციებზე ფეხი არ დაგიდგამთ”

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი არაბული “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სარსაკსტულად წერს, რომ თურმე რუსთაველის გამზირზე ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის გამოა ჯებირები აღმართული. ის დღევანდელ და წინა ხელისუფლების დროს გამართულ აქციებს შორის პარალელებს ავლებს.

“მავთულხლართებს მიღმა ქართველი ექიმია დატყვევებული, თბილისში რკინის კედლებია აღმართული…/edit/ აქციაზე მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. მე მჯერა რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აუცილებელია, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მინდა.
სიჩუმე ხშირად დანაშაულია, ამიტომ;
“აქციაზე რატომ არ ხარო..” ის ხალხი მაინც ნუ ამუნათებთ ადამიანებს, ვისაც “ნაციონალების” დროს შიშის თუ კომფორტის გამო აქციებზე ფეხი არ დაგიდგამთ, ერთი განცხადება თუ პოსტი არ დაგიწერიათ და ფანჯრებზე ფარდები გქონდათ ჩამოფარებული… უხერხულია.
“ჩემი ძმა ვისი ბრძანებითაც აწამეს მათთან ვერ დავდგებიო?!”… – წერდა აქ ჩემი მეგობარი. (მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დამნაშავეების გარეთ ყოფნა დღევანდელი მთავრობის ბრალია) მე მესმის ჩემი მეგობრის, ზუსტად მესმის. წლების მერე მეც ვერ დავდგები იმ ადამიანის გვერდით ძალადობის გასაპროტესტებლად, რომელიც მშვიდობიან აქციებს არბევდა და ხალხს ასახიჩრებდა.. თუ წლების მერეც მემახსოვრება ეს და აქციაზე ამას მოვყვები, რატომ ვიქნები პროვოკატორი?!
გავრილოვის ჩამოსვლის დღეს იქ ვიდექი და ისიც გაცნობიერებული მქონდა რომ მტერი ის “შინაურია” თუ “გარეული” – არა ბედენაა.
წლების წინ ჩვენ ვიდექით ბევრჯერ და რაც გამოვიარეთ ამ ყველაფრის უამრავი კადრი არსებობს, ხოლო 2012 წელს ქართული ოცნების აქტივისტებს ვთხოვდით მაისურები უკუღმა ჩაეცვათ, მსვლელობების დროს “ნაციონალების” ოფისების წინ ცოცხალ ჯაჭვს ვაკეთებდით – ვიღაცას ფანჯრები რომ არ ჩაელეწა და შიგნით არ შევარდნილიყო, აქციაზე მოსული ბერაც კი უკან გავაბრუნეთ… არ გვინდოდა თუნდაც მთავარ ოპოზიციურ ძალას ჩვენი გულწრფელი პროტესტით ესარგებლა და სათავისოდ გამოეყენებინა.
რამდენიმე ფოტოგრაფი კი, ვინც აქციის დარბევის კადრებს იღებდა, ქვეყნის მტრად, ჯაშუშად გამოაცხადეს და დააპატიმრეს… და ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, დღეს დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე ტრიბუნიდან გველაპარაკება… ხომ შეიძლება მათ ეს შევახსენოთ?! რა ვქნა მე თუ მახსოვს ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ადამიანი?! აქციის მეორე დღეს ნაპოვნი გარდაცვლილი და ხელშეკრული ადამიანები… რაღა დროს ეგ არი? – თქვენთვის შეძლება არა, მაგრამ ჩემთვის – არის, იმიტომ რომ ისინი ვიღაცის მშობლები, შვილები, ძმები, ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ და “უნდა დაივიწყო და ვინც ეს ჩაიდინა მათთან ერთად უნდა დადგეო ” – ნუ მეუბნებით.
ადამიანები, რომლებიც ქუჩის გადაკეტვის, მშვიდობიანი აქციის გამო გვაპატიმრებდნენ, გვირტყამდნენ – დღეს მოგვიწოდებენ გზა ჩავკეტოთ. ხომ შეიძლება ვუთხრათ, რომ ჩვენ უკეთ ვიცით რას გავაკეთებთ?!
იმაზე აღარაფერს ვამბობ, “მიშა მაგარიას” რომ ვრთავთ, ვცეკვავთ, დიდ ეკრანზე “ნაციონალების” სარეკლამო რგოლი რომ ტრიალებს… გათიშვა ხომ მაინც შეგიძლიათ? მაგრამ დღეს აქციაზე თუ ვინმე “ნაციონალური” რეჟიმის სისასტიკეზე ხმას ამოიღებს, პროვოკატორს უწოდებენ და აქციიდან აგდებენ… მერე უკან მივყვებით ვლანძღავთ და ვაგინებთ… თუ ვერ ივიწყებს იმას, რომ ადამიანებს მინისტრის შეგინების გამო იტაცებდნენ და სადისტურად კლავდნენ რა ქნას?
ერთხელ თიანეთში ერთმა ქალმა ასეთი რაღაც თქვა – მთელი ცხოვრება ის მექნება მოსანანიებელი ირინა ენუქიძე დედებს რომ გვთხოვდა გვერდით დამიდექით და ვერ გავბედეო… და ტირილი დაიწყო. რა ქნას ამ ადამიანმა თუ ვერ დაივიწყა? თუ ვერ აჯობა ტკივილს?! ვერ აჯობა შიშს?!
​ამ ფიქრის გამო ვიცი, რომ “უმცირესობაში” ვარ, ისიც ვიცი ბევრი ჩემი მეგობარი რომ არ იზიარებს ამ აზრს, მაგრამ ჩემი გულწრფელობის რომ სჯერა, ის უფრო კარგად ვიცი”,-წერს გიორგი არაბული სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები