“ვითიბი ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში პირველი “აგროჰაბი” გაიხსნა

“ვითიბი ბანკის” დაფინანსებით ბათუმში “აგროჰაბის” პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, ყველა ის პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს.
“ვითიბი ბანკი” კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ განაცხადა:
აგროჰაბის“ და “ვითიბი ბანკის” თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება “აგროჰაბის” ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. ბათუმში გახსნილი „აგროჰაბიც“ სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია”.
აგროჰაბი” მომხმარებელს ყოველდღიურად ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას სთავაზობს.
ბათუმში გახსნილი “აგროჰაბი” მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე სუპერმარკეტია. ამის გარდა კომპანია ფლობს რძის და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ფრინველის ფერმებს, კონსერვაციის საწარმოს და ღვინის მარანს კახეთში.
ბათუმის “აგროჰაბში” სამასამდე ადამიანი დასაქმდა. გახსნის ღონისძიებას აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრნენ.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები