ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით,სოფელ ჭითაწყართან სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი მოსახლოს ეზოში შევარდა. რის შედეგადაც, მანქანა აფეთქდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები