წალენჯიხაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  48 წლის თემურ ბერიშვილი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ურალის მარკის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც შეშა გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და გადაბრუნდა. მანქანაში მჯდომი თემურ ჩოკორაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ში რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები