თბილისის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისები აღდგა
თბილისი აეროპორტიდან გადადებული საერთაშორისო რეისები უკვე სრულდება. ამ წუთებში მიმდინარეობს ჩასხდომა სტამბოლის რეისზე და რამდენიმე წუთში ფრენა შესრულდება,- ამის შესახებ „კვირას“ აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ განუცხადა. მამალაძის თქმით, სტამბოლის მიმართულებით ფრენას ჯერ „თურქიშ ეარლაინსი“, მის შემდგომ კი დღესვე ამავე მიმართულების ფრენას კომპანია „პეგასუსიც“ შეასრულებს.
„ ყველა რეისი უკვე ჩვეულებრივად სრულდება. დილით „აირზენამ“ ფრენა განახორციელა ამსტერდამის მიმართულებით. რამდენიმე წუთში კი „თურქიშ ეარლაინსი“ შეასრულებს ფრენას“,- განაცხადა ამირან მამალაძემ.
მამალაძის თქმით, კომპანია “პეგასუსს” დღეს დილით აფრენისას პრობლემა შეექმნა. თვითმფრინავი აფრენის მზადების დროს მოცურდა და მგზავრები ტერმინალზე გადმოიყვანეს.