სისხლიანი გარჩევა პანკისის ხეობაში – დაღუპულია ერთი ადამიანი

პანკისის ხეობის, სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა, დაჭრილები ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
როგორც “რეგიონული კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დაპირისპირება ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პოლიციამ გზა გადაკეტა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები