ვისთან ერთად იმყოფებოდა პრეზიდენტი სალობიეში – “ქალბატონ ლიას ზუსტად ვიცი ისტორიული სამშობლოს სიყვარული არ გაუნელდება”

რამდენიმე დღის წინ სალობიე “ბიაში” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად დიდი ქართველი კინოხელოვანის გერმანე გოგიტიძის შვილიშვილი, ლია ვოდე გოგიტიძე იმყოფებოდა. როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს ლია ვოდე გოგიტიძე გულანთებული ქართველია.

“ლია ვოდე- გოგიტიძე და არა ელენ კარერი! ძვირფასო მეგობრებო რამდენიმე დღის წინ დავწერე და ჩემმა მეგობრებმა მიწყინეს, არადა მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ რომ ქართულ ჟურნალისტიკაში უდიდესი პრობლემებია, საინფორმაციო საშუალებები არა ინფორმირების, არამედ ბულინგის წყაროდ იქცნენ… აი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი… მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ლია ვოდე-გოგიტიძე (ქვემოთ იხილეთ ფოტოები), პირველი თაობის ემიგრანტთა შთამომავალი, დიდი ქართველი კინოხელოვანის გერმანე გოგიტიძის შვილიშვილი, ეს ის ლია ვოდე გოგიტიძეა, რომელმაც შარშან წინ საქართველოს სიმინოკა დადიანის უზარმაზარი კოლექცია აჩუქა, კოლექცია რომელიც საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად 800 ათას ევროდაა შეფასებული. იმავე ლია ვოდე-გოგიტიძემ 2017 წელს საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტიც უსახსოვრა აკაკი ხოშტარიას კოლექციიდან… დიახ ეს ლია ვოდეა და არა ელენ კარერი, რომელადაც შერაცხეს სკანდალებს გამოკიდებულმა საინფორმაციო საშუალებებმა, ლია ვოდე ძვირფასი ქალბატონია, ჩემი მეგობარია, გულანთებული ქართველია და მხცოვანი ადამიანია, რომელსაც სტუმრად დაპატიჟებულს წუხელი მონა და ათასი შეურაცხმყოფელი რამ უძახეს, რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი საქართველო… ქალბატონ ლიას კი ზუსტად ვიცი ისტორიული სამშობლოს სიყვარული წუთითაც არ გაუნელდება”,- წერს კალანდია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სალობიე “ბიაში“ რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე იმყოფებოდა, რამაც აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია. აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: “მონა“.

პრეზიდენტმა სალობიე უკომენტაროდ დატოვა.

სალომე ზურაბიშვილს ტერიტორიის დატოვება პოლიციის და დაცვის კორდონის გავლით მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები