“ვითიბი ბანკის” და Visa-ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

“ვითიბი ბანკისა” და Visa -ს გათამაშებაში, მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ბანკმა ჯამში 12 მომხმარებელი დააჯილდოვა. ყველას საჩუქრად, 2-კაციანი და 2-დღიანი საგზური სასტუმროში Radisson Collection Hotel წინანდალში გადაეცა. აღსანიშნავია, რომ გათამაშება გრძელდება, გამარჯვებულების გამოვლენა ყოველკვირეულად ხდება, პრინციპით-2 გამარჯვებული ყველაზე მეტი ტრანზაქციის და 1 გამარჯვებული ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საჭიროა 1 დეკემბრის ჩათვლით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადაიხადოთ “ვითიბი ბანკის” Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით.
ცნობისათვის, “ვითიბი ბანკი”, “ვითიბის” საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს “ვითიბი ჯგუფის” ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. “ვითიბი ჯგუფის” უნივერსალური მოდელი: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები