ნინო ბურჯანაძე: ასე ხალხის აზრის იგნორირება ხელისუფლებისათვის ძალიან ცუდად მთავრდება

საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ვიცოდე ასე ხალხის აზრის იგნორირება ხელისუფლებისათვის ძალიან ცუდად მთავრდება, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ რუსთაველზე საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება.

“ყველა მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება პროტესტი და ხელისუფლება ნუ დამშვიდდება იმით, რომ ამ დილით შეძლო აქციის დარბევა. ამ წუთში რუსთაველის გადაკეტვას არ ვაპირებთ, ამით ნუ დამშვიდდება ხელისუფლება. საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ვიცოდე ასე ხალხის დამშვიდებაშია ხელისუფლება და აზრის იგნორირებაში ეს ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე ხელისუფლებისათვის”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა გამთენიისას კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები