სტამბოლში ქალთა უფლებების დაცვის აქცია ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალეს
სტამბოლში 25 ნოემბერს ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს, მათ პლაკატები და ბანერები ეკავათ ქალთა უფლებების გაფართოების მოთხოვნით.
დემონსტრაციაში 2 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა სამართალდამცველებმა შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
თურქი უფლებადამცველების მონაცემით, წლის დასაწყისიდან 378 ქალია მოკლული, გასულ წელს კი, 440.
აქტივისტებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ სასამართლო ხელისუფლება იმაში, რომ ძალადობაში ბრალდებულებს მსუბუქად სჯიან.