ალბანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დანგრეულია შენობები, არის მსხვერპლი

ალბანეთში, ტირანასთან ახლოს 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა.

როგორც მედიას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, რომელიც პანიკის შედეგად ფანჯრიდან გადახტა.

მედია აღნიშნავს, რომ ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ამასთან, საავადმყოფოებს დახმარებისთვის ასობით ადამიანმა უკვე მიმართა, ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები