მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: „მონა“
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: „მონა“.
აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა პრეზიდენტმა სალობიე უკომენტაროდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერიტორიის დატოვება პოლიციის და დაცვის კორდონის გავლით მოუწია.