კახეთის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება
კახეთის რაიონში თოვლისა და უამინდობის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშე ამ დროისთვის ხუთი ათასი აბონენტია დარჩენილი. როგორც კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, ყინვის გამო მწყობრიდან გამოვიდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. სარემონტო სამუშაოები დილიდან დაწყებულია და ელექტროენერგიის აღდგენა დღის ბოლომდე მოხერხდება.