მოსკოვმა ავიაკომპანიებს საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების ფონზე ზარალის ანაზღაურებაზე უარი უთხრა

საქართველოში ფრენების შეჩერების ფონზე ავიაკომპანიებისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხის განხილვა 2020 წლისთვის გადაიდო, – განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა.

“ეს 2020 წლის საკითხია. ნოემბრის ბოლოა და 2019 წლის ბიუჯეტი და მისი შესრულება პრაქტიკულად ფინიშს უახლოვდება. ძალიან გვინდა ჩვენი ავიაკომპანიები დავაიმედოთ, მაგრამ ძირითადი ნაწილი ბუნებრივია 2020 წლისთვის გადაიდება”, – განაცხადა მინისტრმა.

20 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც საქართველოსთან ავიარეისების შეჩერების ფონზე 3,2, მლრდ რუსული რუბლის ოდენობის ზარალი განიცადეს, კომპნესაციისთვის ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს მიმართეს.

საკითხის კომენტირებისას კრემლში განაცხადეს, რომ მათ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უფრო ადარდებთ, ვიდრე კომპენსაციის გადახდა.

რუსეთ-საქართველოს შორის უკანასკნელი ავიარეისი 7 ივლისს შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები