პარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული (ფოტო)
დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბებიან. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა დააანონსეს ისინი შეკრებას საღამოს 19:00 საათზე განაახლებენ.
ამ დროისთვის პარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული.
სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთანაც, სადაც აქციის მონაწილეები უმრავლესობის სხდომის პარალელურად აქციას მართავენ.
