საფრანგეთში წყალდიდობაა, არიან დაღუპულები
საფრანგეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთში წყალდიდობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
BFM TV-ს ინფორმაციით, ორი დაღუპული ტანერონის მუნიციპალიტეტში იქნა ნაპოვნი ავტომობილში, რომელიც მეწყერმა დაფარა.
ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაზარალებულების განთავსების ცენტრებში 1700 ადამიანია განთავსებული.
უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საფრანგეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად რამდენიმე მდინარე ადიიდა.