“თბილისის ბაროკო ფესტივალი” გრძელდება

თბილისის ბაროკო ფესტივალი გრძელდება, 24 და 25 ნოემბერს, “სამეფო უბნის თეატრში” ფესტივალის ერთგულ მსმენელს მათი დიდი თხოვნით თანამედროვე ბალეტი “ფოლია“ დაუბრუნდება.
“ფოლია” მე-15 საუკუნის პორტუგალიური წარმოშობის ცეკვაა, რომელიც შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში გავრცელდა როგორც “Folie d’Espagne”. ამ ცეკვას ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცები ​კასტანეტებით ასრულებდნენ. სახელწოდება “ფოლია“ სიგიჟეს, ან შემსრულებლის თავქარიანობას უკავშირდება. მას შემდეგ რაც ეს მელოდია 1650 წელს გამოჩნდა და ლულიმ 1672 წელს გამოსცა, უამრავმა კომპოზიტორმა სხვადასხვა ვარიაციით დაწერა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია კორელის 1700 წლის გამოცემა, აგრეთვე აღსანიშნავია მარენ მარეს, ანტონიო ვივალდის, ლუიჯი პერგოლეზის და სხვათა “ფოლიები”. მე-19 და მე-20 საუკუნის კომპოზოტორებიც “ფოლიას“ თემას თავიანთ ნაწარმოებებში ხშირად იყენებდნენ.
“სამეფო უბნის თეატრში” წარმოდგენილ სპექტაკლში კი ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და ანტონიო ვივალდის “ფოლია“ გაჟღერდება, აგრეთვე გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის სარაბანდა და ანტონიო ვივალდის “Stabat Mater” შესრულდება.
თანამედროვე ბალეტის – “ფოლია“ პრემიერა 2018 წელს შედგა და წელს “შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით პროქტ “ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფიის“ ფარგლებში გაიმართება.
პროექტ “ფოლიას“ იდეის ავტორი და ინიციატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა“, ხოლო სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე. მონაწილეობენ: გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი (სამხატვრო ხელმძღვანელი – მარიამ ალექსიძე), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ჟოზეპ მარია მარტი დიურანი (თეორბო, ბაროკოს გიტარა), დანიელ გარაი მორაგესი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
24 და 25 ნოემბერს, “ფოლია“სამეფო უბნის თეატრში, 19:30 სთ.-ზე გაიმართება.
26 ნოემბერს “თბილისის ბაროკო ფესტივალი“ კვლავ რუსთაველის თეატრის მცირე სცენას დაუბრუნდება და “საქართველოს სინფონიეტა“ კიდევ ერთ უახლეს პროექტს, კოსტიუმირებულ წარმოდგენას – “13 არიას“ წარმოადგენს. საღამოს როგორც ვოკალური, აგრეთვე ინსტრუმენტული არიები შესრულდება.
თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, “საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ქეთევან ქართველიშვილი (ალტი), ჟოზეპ მარია მარტი დიურანი (თეორბო და ბაროკოს გიტარა), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი, პოზიტივ ორგანი). წარმოდგენა კოსტიუმირებული იქნება, ექსკლუზიური კოსტიუმების მხატვარი უტა ბექაია გახლავთ.
საქართველოში დაბადებული და ნიუ-იორკში დაფუძნებული ვიზუალური არტისტი უტა ბექაია გენეტიკური, ბიოლოგიური მეხსიერებითაა დაინტერესებული. უძველესი კავკასიური მითოლოგიით, ზღაპრებითა და ზეპირსიტყვიერებით შთაგონებული ბექაია თავისი პომპეზური, სკულპტურული კოსტიუმებით ​ უკვე სრულიად გამქრალი რიტუალების რეკრეაციას ცდილობს, ძალიან მწირ შემორჩენილ აღწერილობებს ეყრდნობა და ფაქტიურად სრულიად საკუთარ ინტერპრეტაციებს ქმნის. კოსტიუმების მხატვარი ძველი გენეტიკური მეხსიერების საკუთარი გამოცდილებებით გამდიდრებას ცდილობს.
უტა ბექაია საქართველოში “თბილისის ბაროკო ფესტივალისთვის“ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა სრულიად უნიკალური კოსტიუმები შეექმნა, რომელსაც 26 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე იხილავთ. წარმოდგენა 19:30 სთ.-ზე დაიწყება.
ზემოაღნიშნულ წარმოდგენებზე დასასწრებად ბილეთების შეძენა მასპინძელი თეატრების სალაროებში და ონლაინ “www.biletebi.ge”-ა შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულ წარმოდგენებზე დასასწრებად ბილეთების შეძენა მასპინძელი თეატრების სალაროებში და ონლაინ “www.biletebi.ge”-ა შესაძლებელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები