გიგა ბოკერია: საარჩევნო სისტემის შეცვლაზე რეფერენდუმის ჩატარება, არსებულ კრიზის ვერ განმუხტავს
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინიციატივა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, არ არის გზა, რომელიც კრიზის განმუხტავს.
„პლებისციტს შემდეგ მაინც პარლამენტმა უნდა უყაროს ბოლოს კენჭი. ეს არასერიოზულია, მაგ მატარებელს ჩავლილი აქვს. პლებისციტი გავრილოვის ღამეს ჩატარდა, რომელსაც მერე დაეთანხმა ივანიშვილი. ერთადერთი სწრაფი გზა თუ უნდა ამ კრიზისიდან გამოსვლის დაწყება, არის ე.წ. გერმანული მოდელი. სამ კვირაში ამთავრებს ყველაფერს. პლებისციტი და რეფერენდუმი, რომელიც თვეების შემდეგ უნდა ჩატარდეს და მერე ან დაემორჩილებიან, ან არა. შემდეგ ისევ რომ გადააგდოს საზოგადოება? მერე ხელახლა უნდა იყოს ყველაფერი? ვაფასებ, რომ სხვებისგან განსხვავებით ზოიძეს ინსტიქტი მაინც აქვს ამის თქმის, მაგრამ ეს არ არის გზა, რომელიც ამ კრიზის განმუხტავს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისათვის, აკაკი ზოიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს.