გური სულთანიშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე – „ბოლოს ყველა გზამ კვლავ მიშასთან მიიყვანა“

„ოპოზიციაში ისეთი ხალხის გაერთიანება ვნახეთ, რომელსაც ვერცერთი ლოგიკური მანიპულაციით და კონფიგურაციით ვერ წარმოვიდგენდით“ – აცხადებს ფილოსოფოსი გური სულტანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში.
მისი თქმით, ეს ერთობა ერთ რამეზე მეტყველებს – ჩვენთან არა ღირებულებები, არა რაიმე ფუნდამენტური მახასიათებლები, არამედ ძალაუფლების სურვილია მთავარი განმსაზღვრელი.
„ეს პრინციპში არახალია, ეს ადამიანები 90 იანებიდან ხან ზვიადისთან იყვნენ, მერე შევარდნაძესთან, მერე მიშასთან, მერე მიშას წინააღმდეგ, ბოლოს კი ყველა გზამ კვლავ მიშასთან მიიყვანა. ასეთი მყიფე, ტრაგიკული და ცინიკურია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. მაგრამ ყოველთვის იყო, რაღაც კრიტიკული ზღვარი რასაც ისინი არ ცდებოდნენ, მათივე უპრინციპობისთვისაც კი უცნაურია ეს ერთობა“ – ამბობს გური სულთანიშვილი.
მისი თქმით, ამ ხალხის ერთად დგომა, ასევე იმის მანიშნებელია რომ რისთვისაც იბრძოდნენ არც არასოდეს ყოფილა რეალური, ჭეშმარიტი ბრძოლა და არც არასოდეს ყოფილან რეალურად ანტიმიშისტები.
„მათი ერთად დგომა გვაჩვენებს, რომ პრორუსულობა, პროდასავლურობა, ეს ყველაფერი ფარსია. არადა ისე წარმოაჩენდნენ თითქოს ეს ყოფილიყოს წითელი ხაზი, თურმე ამაზე ძვირფასი ძალაუფლებაში ყოფნის წყურვილი ყოფილა. ეს ერთად დგომა ასევე იმასაც გვაჩვენებს, რომ პროპორციული არჩევნები ხალხზე მეტად ელიტას ადარდებს“ – აცხადებს გური სულთანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები