კოლუმბიაში არეულობაა, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

 

კოლუმბიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობისა და პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილო ათობით ადამიანი ქუჩაში გავიდა.

ბოგოტაში პროტესტი არეულობაში გადაიზარდა.

დემონსტრანტები ბარიკადებს უკიდებდნენ ცეცხლს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს არბევდნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში კომენდანტის საათია შემოღებული.

არეულობის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, 115 დაკავებულია.

დემონსტრაციაში მონაწილეობენ პროფკავშირების აქტივისტები, სტუდენტები და მასწავლებლები. ისინი სოციალურ უთანასწორობას, ძალადობას, ასევე კორუფციის მასშტაბებს აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები