თეა წულუკიანი: ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ქმედება, რომელიც უწყებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადებით გამოიხატება არასერიოზულია.

მისივე თქმით, მათ მეტი გასაკეთებელი აღარაფერი დარჩენიათ.
​„ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი. როგორც ირკვევა, მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციებისა. ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები