ოდესაში „თურქეთის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

„თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს სტამბოლიდან ოდესის მიმართულებით ასრულებდა, ოდესის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

თვითმხილველების თქმით, აეროპორტში ძლიერი ქარი იყო, პილოტმა კი ლაინერის დაშვება ორჯერ სცადა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ყველა მგზავრის ევაკუაცია დროულად მოხერხდა

ბორტზე 136 მგზავრი იმყოფებოდა. აეროპორტმა მუშაობა მცირე დროით შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები