ოზურგეთში ადგილობრივებმა “სირცხვილიას” აქტივისტებს დაჟანგული ბოქლომი გადასცეს – ოპოზიციამ დაგეგმილი აქციის ჩატარება ვერ შეძლო

ოზურგეთში ოპოზიციურმა პარტიებმა: “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაგეგმილი აქციის ჩატარება ვერ შეძლეს.
 
როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუროს ბოქლომი ვერ დაადეს. ადგილობრივებმა კი, “სირცხვილიას” აქტივისტებს დაჟანგული ბოქლომი საჩუქრად გადასცეს.
“ნაციონალური მოძრაობის” 15-მდე აქტივისტმა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აქცია დაასრულა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები