1 თებერვალს სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში 1551 ზარი შევიდა
დიდთოვლობის გამო თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში 1551 გამოძახება დაფიქსირდა, – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, უამინდობის გამო პრობლემები შეექმნათ ფეხით მოსიარულეებსაც.
„1 თებერვლის ღამეს სასწრაფო – სამედიცინო ცენტრში 1551 გამოძახება დაფიქსირდა, მათ შორის 339 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. გამოძახებებს შორის 60 ადამიანს ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა, მათგან უმრავლესობა დედაქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოშია მოთავსებული“, – აღნიშნა ნინო სამადაშვილმა.
მისი თქმით, წუხელ 12 ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა. თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია.