ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერად დაინიშნა

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს პოზიცია მოქალაქეებსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.

“მინდა მოგახსენოთ სიახლე. ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მთავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, მედიას შორის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები