ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას ინტერვიუს პასუხობს – “ექსკლუზიური ინტერვიუ მოკლულ დავით სარალიძესთან”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქმეზე დაკავებული მიხელ კალანდიას ინტერვიუს პასუხობს.

“ექსკლუზიური ინტერვიუ მოკლულ დავით სარალიძესთან!
პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, როგორ გრძნობთ თავს?
დათო – ……..
ჯანმრთელობა როგორ გაქვთ?
დათო – …….
როგორ შეიცვალა თქვენი არსებობა თქვენი მკვლელობის შემდეგ?
დათო – ……
თქვენი მკვლელობის შემდეგ ხომ არ ყოფილა რაიმე ზეწოლა თქვენი სახელის მიმართ?
დათო – …….
რა გაქვთ ახლა სათქმელი საზოგადოებისთვის?
დათო – ……..
რა იყო თქვენი ოცნება თქვენს მკვლელობამდე?
დათო – …….
ვინ გენატრებათ და ვის ენატრებით?
დათო – ………………….
კიდევ ბევრი კითხვა დაისვა მოკლულ დავით სარალიძესთან, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ!

მოგვიანებით შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოკლული დავით სარალიძის დედასთან და მამასთან,”- წერს “დავით სარალიძე”.

ცოტა ხნის წინ “ინტერპრესნიუსმა” მიხეილ კალანდიას ინტერვიუ გაავრცელა. აღნიშნულ ინტერვიუში კალანდია საუბრობს მის მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე და ამბობს, რომ 19 წლის ასაკში პოლიტპატიმარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები