ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციების გამოფენა გაიმართება

0

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციების გამოფენა გაიმართება.
გამოფენის პარალელურად  მაკა მიქელაძის საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების წიგნის წარდგენა გაიმართება.
მაკა მიქელაძე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ავტორია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ასევე გამოსცა ნინო ჩაკვეტაძის ნახატებით შექმნილი გასაფერადებელი.
პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეიძინონ აღნიშნული გამოცემები.
გამოფენის დათვალიერება 23 ნოემბრის ჩათვლით შესაძლებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი