კობახიძე ხუნდაძის ინიციატივაზე: ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის

0

“ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ხუნდაძის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, დეპუტატებს შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთრი ინიციატივა, თუმცა, თავად საკუთარ პოზიციაზე რჩება.

“ჩვენ სწორედ იმიტომ დავადგინეთ რთული პროცედურა კონსტიტუციის გადასინჯვის, რომ გვინდოდა კონსტიტუციური სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც მოგეხსენებათ, როგორც წესი, ორი მოწვევის პარლამენტის თანხმობა სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, ეს არის კონსტიტუციის სტაბილურობისთვის გაკეთებული და ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, კონსტიტუცია უნდა იყოს სტაბილური. დღევანდელი, კონსტიტუციის მოცემული ტექსტი უზრუნველყოფს გრძელვადიან სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და ვფიქრობ, რომ ამ ჩარჩოში უნდა გაგრძელდეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. არ არის ჩემი ინიციატივა, მე მაქვს ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩემ პოზიციაზე ვსაუბრობ. ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ კონსტიტუციის სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ჩვენ გვაქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ ორი წლის წინ და შესაბამისად, უნდა გავუფრთხიდლეთ ამ დოკუმენტსა და მის სტაბილურობას. რაც შეეხება დეპუტატებს მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთრი ინიციატივა, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს დიმიტრი ხუნდაძემ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით ახალი ინიციატივა გაავრცელა. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად.

კომენტარები

კომენტარი