ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სამედიცინო კვლევები უტარდება.
როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები