მცხეთის მუნიციპალიტეტის ზემო ნიჩბისის წმინდა მარინეს ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

0

2019 წლის აპრილ-ოქტომბრის თვეებში განხორციელდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ნიჩბისის წმ. მარინეს ეკლესიის რესტავრაციის სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. სახურავი და კედლები სრულად ჩამოშლილი ჰქონდა. ინტერიერში აყრილი იყო იატაკი.  მიწის ჩამოშლისა და ტაძრის მთლიანად ჩამონგრევის საშიშროება იყო.
ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
ფასადებზე და ინტერიერში აღდგა საპირე წყობა,ნიჩბისის შერჩეული კლდოვანი ქვით კირის დუღაბზე;
მოეწყო კამარა და კონქი შერჩეული ნატეხი ქვით;
სახურავი გადაიხურა კრამიტით.
ინტერიერში ჩატარებული სამუშაოები:

იატაკზე დაიგო ნიჩბისის ბუნებრივი შერჩეული ბრტყელი ქვები;
ამბიონის ასასვლელი მოეწყო ქვის კიბით;
დამზადდა და დამონტაჟდა კარები და სარკმლები მაღალი ხარისხის ჯიშის ხის მასალით ლითონის ელემენტებით;
სარინელი და საფეხურები მოეწყო ნიჩბისის ქვით.

სამუშაეობი ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.

შემსრულებელი: შპს „სალდო“.

კომენტარები

კომენტარი